პროექტის რეზიუმე:
ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტულ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია ყალიბური ველების თეორიაზე, აქვს უდიდესი წარმატება ელექტრო-სუსტი ფენომენოლოგიის აღწერაში. იმისდა მიუხედავად, რომ სტანდარტული მოდელის სიზუსტის დეტალური ტესტირების მონაცემები ადასტურებენ რომ მოდელი არის მეტად წარმატებული თეორია, არსებობს რიგი დაკვირვებითი მინიშნებები, ფენომენოლოგიური და თეორიული სირთულეები, რომელთა გააზრება და გადაჭრა მოითხოვს სტანდარტული მოდელის გაფართოებას.
პროექტის მიზანია განხილულ იქნას სტანდარტული მოდელის სხვადასხვა ფენომენოლოგიური და თეორიული პრობლემები და მათი შესაძლო ახალი გადაჭრის გზები. პროექტში. ვგეგმავთ თვითშეთანხმებული კონსტრუქციების შემოთავაზებას, რომლებიც მეტ ნათელს მოჰფენენ თანამედროვე ფიზიკისა და კოსმოლოგიის გამორჩეულ პრობლემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინასწარმეტყველებებს, ფენომენოლოგიურ, კოსმოლოგიურ და ასტროფიზიკურ გამომდინარეობებს, რომელთა შემოწმებაც შესაძლო იქნება მიმდინარე და დაგეგმილ ექსპერიმენტებზე, განსაკუთრებით დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე.