გულითადი სალამი ჩვენს მომავალ სტუდენტებს! იმისთვის, რომ გახდეთ მაგისტრანტი ან დოქტორანტი ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკისა და კოსმოლოგიის მიმართულებით, სასურველია, თავდაპირველად გაიაროთ გასაუბრება ცენტრის რომელიმე თანამშრომელთან თქვენი შესაძლო სამაგისტრო/სადოქტორო თეზისის თემასთან დაკავშირებით. მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად უნდა ჩააბაროთ საერთო მისაღები გამოცდები, რომელიც ყოველ წელს ტარდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ამისათვის საჭიროა, შეხვიდეთ მითითებულ ვებ-გვერდზე და გაიაროთ რეგისტრაცია გამოცდისთვის. დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად უნდა ჩააბაროთ გამოცდა ინგლისურ ენაში; გამოცდა ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ გამოცდის შემდეგ მოგიწევთ გასაუბრების გავლა. უცხოელი სტუდენტებისთვის აღნიშნული პროცედურები განსხავავებულია, იხილეთ გვერდი. ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ, იხილოთ ცენტრის მიერ წარმოებული კვლევა, სალექციო კურსები და ასე შემდეგ. ცენტრში პერიოდულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცენტრის თანამშრომლებს მითითებულ ი-მეილებზე.
ამჟამად იკითხება შემდეგი სავალდებულო კურსები მაგისტრანტთათვის
სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორია I - კლასიკური ნაწილაკები და ველები
სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორია II - გრავიტაციული ველი
ნაწილაკებისა და ველების კვანტური თეორია I - კვანტური მექანიკის მოწინავე კურსი
ნაწილაკებისა და ველების კვანტური თეორია II - ველის კვანტური თეორიის მეთოდები
შესავალი კოსმოლოგიაში
ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა I - სტანდარტული მოდელის თეორიული საფუძვლები
ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა II - სტანდარტული მოდელის გამოყენებები
გრავიტაციის სპეციალური კურსი
აღნიშნულ სავალდებულო კურსებთან ერთად სამაგისტრო პროგრამა მოიცავს შემდეგ არჩევით კურსებს
ექსპერიმენტული მაღალი ენერგიების ფიზიკა
ასტროფიზიკის საფუძვლები
კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ტოპოლოგიური ასპექტები
ზეგამტარობის თეორია
სიმრავლეთა თეორიის ელემენტები
ჯგუფთა თეორია და გეომეტრიული სტრუქტურები
სალექციო კურსების გარდა, ცენტრში ფუნქციონირებს რეგულარული სემინარი ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, რომლისთვისაც მოხსენებების მომზადება ხდება შედარებით პედაგოგიურ დონეზე, ისე რომ გასაგები იყოს ფიზიკოსთა შედარებით ფართო საზოგადოებისთვის. სემინარი ასრულებს მნიშვნელოვან შემაკავშირებელ როლს სამეცნიერო კვლევასა და სასწავლო პროცესს შორის.
მაგისტრანტები ჩართული არიან აგრეთვე ინდივიდუალურ კვლევით პროგრამაში, რაც მიზნად ისახავს სამეცნიერო და პროფესიული ჩვევების გაძლიერებას. მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა მიიღოს სრული საერთო შეფასების 50% მაინც და არანაკლებ 50% ინდივიდუალური კვლევითი პროგრამის სრული შეფასებისა. ცენტრი უზრუნველყოფს დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს სხვადასხვა სამუშაო საშუალებებით, როგორიცაა სამუშაო ოთახი, კომპიუტერი, პრინტერი და სხვა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცენტრი უზრუნველყოფს შესავალ სალექციო კურსებს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კვანტურ ფიზიკაში, სპეციალური ფარდობითობის თეორიასა და კოსმოლოგიაში, რომელთაც აქვთ კარგად განსაზღვრული სასწავლო მიზნები და ცოდნის შეფასების კრიტერიუმები.
ჯუანშერ ჩქარეული
"ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა– გუშინ, დღეს, ხვალ" [PDF]
(შესავალი ლექცია ელემენტრულ ნაწილაკთა ფიზიკაში, ინგლისურად)
"ლექციები სპეციალურ და ზოგად ფარდობითობის თეორიაში" [PDF]
(სამაგისტრო კურსი)
"გრავიტაცია და ელემენტარული წაწილაკები"
(ვიდეო-ლექცია, სადოქტორო კურსის შესავალი)
"ელემენტარული ნაწილაკები - ახალი ფიზიკის მოლოდინში."
(ვიდეო-ლექცია ბაკალავრიატის სტუდენტებისა და უფროსკლასელთათვის)
ზურაბ თავართქილაძე
"სტანდარტული მოდელი და მის ფარგლებს გარეთ"
(ვიდეო-ლექციები, სადოქტორო კურსი)
მიშა მაზიაშვილი
"თეორიული მექანიკა"
(ვიდეო-ლექციები, საბაკალავრო კურსი)
მირიან წულაია