მოგესალმებით ჩვენს ვებ გვერდზე!
გარდა კვლევითი საქმიანობისა, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ცენტრი (ენფც) ეწევა საგანმანათლებლო მოღვაწეობას, სტუდენტთათვის, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და შედარებით ფართო აუდიტორიისთვის, რათა გაუზიაროს მათ სამეცნეირო კვლევის, აღმოჩენებისა და სამეცნიერო სიახლეების ხიბლი. ენფც არის თეორიული ფიზიკის ისნტიტუტის წევრი. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილებასთან, რაც აგრეთვე მოიცავს ერთობლივ "საქალაქო სემინარს ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში".
2013 დან 2016 წლამდე ჯგუფის კვლევები ნაწილობრივ ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფინდიდან, კონტრაქტის ნომერი 31/98. პროექტის სათაური: "ელემენტარულ ძალთა რეალისტური გაერთიანების ძიება სტანდარტულ მოდელს მიღმა: ზოგი ფიზიკური და ასტროფიზიკური გამოვლინებანი" (იხილეთ პროექტის რეზიუმე).
საფოსტო მისამართი: ენფც, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,
თბილისი 0162
ტელ: (+995 32) 223 0714; ფაქსი: (+995 32) 294 713; ი-მეილი:
საქალაქო სემინარი ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში ‒ დამატებულია: 24 სექტემბერი, 2013
შემდეგი სემინარი გაიმართება პარასკევს, 27 სექტემბერს, 16:00 საათზე, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში - გივი ხუციშვილის დარბაზი. მომხსენებელი: ჯამბულ გეგელია (ბოხუმის უნი., გერმანია & ჯავახიშვილის სახელმწიფო უნი.); თემა: "ეფექტური ველის თეორიის მეთოდების გამოყენება ძლიერი ურთიერთქმედების პირობებში".
ჩვეულებრივ, სემინარები ტარდება ხუთშაბათობით 15:00 საათზე. სემინარის დასანიშნად გთხოვთ დაუკავშირდეთ ენფც-ს ან ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განყოფილების რომელიმე თანამშრომელს. სემინარების შეტყობინება (სემინარამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე) ხდება ი-მეილითაც. თუ გსურთ, მიიღოთ ი-მეილ შეტყობინებები, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. ამისთვის უნდა გააგზავნოთ წერილი მისამართზე: , საბჯეკტში მიუთითეთ: subscribe seminar, ხოლო ტექსტში თქვენი სახელი და გვარი ინგლისურად (ისე როგორც გინდათ რომ გამოჩნდეს სიაში). თუ მოგინდებათ, შეტყობინებების სიიდან თქვენი ი-მეილის ამოღება, გააგზავნით წერილის იმავე მისამართზე საბჯეკტით: unsubscribe seminar.
საჯარო ლექციები ფიზიკასა და ასტრონომიაში
დამატებულია: 15 იანვარი, 2013
პარასკევს, 18 იანვარს, 13:00 საათზე, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტიში (მიხეილ თამარაშვილის ქუჩა № 6), გივი ხუციშვილის დარბაზში (II სართული), გაიმართება პროფესორ რომან კეზერაშვილის (ნიუ-იორკის საქალაქო უნი., აშშ) საჯარო ლექცია-სემინარი თემაზე: "მზის იალქნების გამოყენება ფუნდამენტური ფიზიკის შესამოწმებლად". დასწრება თავისუფალია.
შემდეგი ლექცია გაიმართება შაბათს, 19 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32). ლექციას წაიკითხავს პროფესორი ვასილ ბრეგაძე (ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი) თემა: "ნანოტექნოლოგიები და ბიონანოფიზიკა". დასწრება თავისუფალია.
ლექციები ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში
დამატებულია: 3 ოქტომბერი, 2012
ლექტორი: პროფ. ჰარალდ ჶრიჩი (ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, გერმანია);
ლექციები შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32); დასაწყისი 15:00 საათზე.
9 ოქტომბერი - "სტანდარტული მოდელი - ელექტროსუსტი ურთიერთქმედების თეორია"
16 ოქტომბერი - "არომატის შერევა - ფერმიონების მასები - ნეიტრინოს ოსცილაციები"
23 ოქტომბერი - "კვანტური ქრომოდინამიკა - დიდი გაერთიანების თეორია"
30 ოქტომბერი - "შედგენილი სუსტი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონები, ლეპტონები და კვარკები"
5 ნოემბერი - საჯარო ლექცია: "დიდი აფეთქების თეორია"
საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოების ყრილობა
დამატებულია: 4 ივნისი, 2012
ჩატარდება ოთხშაბათს, 20 ივნისს, 14:00 საათზე, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დიდ საკონფერენციო დარბაზში.
დღის წესრიგი:
სფს აქტიური წევრების სიის დამტკიცება
სფს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგინება
სფს პრეზიდენტის არჩევნები
ყრილობის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას მხოლოდ სფს აქტიური (დარეგისტრირებული) წევრები. რეგისტრაცია მთავრდება 15 ივნისს (იხ. დანართი 1, 2, 3).
გთხოვთ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს კოლეგა ფიზიკოსებს. თუ საჭიროა რაიმე დამატებითი ინფორმაცია მოგვწერეთ მისამართზე: georgian.physical.society@gmail.com